თეგებით ძიება

აქციებმა კანონის საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა დაგვანახა – რა თქმა უნდა, პარლამენტი მსჯელობას გააგრძელებს - შალვა პაპუაშვილი

„ამ დღეებმა, ამ აქციებმა დაგვანახა საჭიროება ამ კანონის და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რას ეუბნება ის საპროტესტო აქციები, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ იმართება და რა არის პასუხი ხალხის მოწოდებაზე, რომ რუსული კანონი პარლამენტმა უკან უნდა გაიწვიოს.

„ზუსტადაც, ამ აქციებმა დაგვანახა კანონის საჭიროება. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე, ჩვენი პოზიცია ცხადია, ეს კანონი სჭრიდება ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პოზიციაც ცხადი არის, რომ მას სჭირდება ეს კანონი“. – უპასუხა პაპუაშვილმა ჟურნალისტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა