თეგებით ძიება

29 აპრილს დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე - შალვა პაპუაშვილი

დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მოწოდება არის ყველას მიმართ, ეს [29 აპრილს შეკრება] არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც ვუპირისპირდებით „შავ ფულს“, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, ვუპირისპირდებით ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას. ეს არის ეროვნული და ღირსების საკითხი, რომ ყველა გამოვიდეს რუსთაველზე და დავანახოთ ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რა სურს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის სურვილი გამოიხატება ყველას სიტყვაში. აქ დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხის ირგვლივ ოპოზიციის მიერ გამოხატული აჟიოტაჟი მორიგი დასტურია იმისა, რომ მათთვის ქართულ ეროვნულ ღირებულებებზე მდგარი საზოგადოება შიშისმომგვრელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა