თეგებით ძიება

კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურად იქნება წარმოჩენილი, ანგარიშის პრობლემაა - შალვა პაპუაშვილი სახდეპის ანგარიშზე

როდესაც თავს იჩენს ცრუ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სამწუხაროა, ჩრდილს აყენებს - კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურად იქნება წარმოჩენილი, ანგარიშის პრობლემაა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორც შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მედიის უფლებადამცველები გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რათა თავდაცვის სამინისტროს დავა კეზერაშვილთან მიმართული იყო კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციისკენ“.

„ამონარიდები ვნახე, მათ შორის კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერი აღმოვაჩინე. აქ უკვე კომენტარიც რთულია. კრიმინალზე ვსაუბრობთ, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. ვხედავთ, რომ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, საქართველოს ჯარს მოჰპარა ფული. ეს სახელი და გვარი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა, ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაღაც მინიშნებად ჩანს, ეს ანგარიშს აყენებს ჩრდილს, აჩვენებს, რომ არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. კრიმინალის ნებისმიერ დოკუმენტში რაიმე პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა თავად ამ დოკუმენტს ვნებს.

რაც შეეხება გვარამიას საქმეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ერთი სპეციფიკა აქვს - „როგორც ამბობენ“, ეს „ამბობენ“ არიან ის „ენჯეობი“, რომლებიც ფინანსდებიან ამერიკული, ან ევროპული წყაროდან. ვხედავთ, რომ დეზინფორმაციას ავრცელებენ, იმისთვის, რომ ანგარიშის რომელიმე ფურცელზე ეს წინადადებები ამოვიკითხოთ. რაც შეეხება „ამბობენს“ და ამ ჭორს, ჭორ-მართალს პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ. სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია გადაიკითხოს. დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია, რომ ის ეფუძნება მონათხრობებს, მტკიცებით ფორმაში არ ამბობს, დიდი ალბათობით „ენჯეობის“ მონათხრობს ეფუძნება. როდესაც ნებისმიერი ამბავი აისახება ანგარიშში, ეს ხდება ანგარიშის შემდგენლის პასუხისმგებლობა. როდესაც თავს იჩენს ასეთი ცრუ ინფორმაცია დეპარტამენტის ანგარიშში სამწუხაროა, ჩრდილს აყენებს ანგარიშს. კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურად იქნება წარმოჩენილი, ანგარიშის პრობლემაა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა