თეგებით ძიება

თქვენი საბჭოთა პოზიცია ისევე ხლეჩს საზოგადოებას, როგორც ხელისუფლების პოლიტიკა - ვის მიმართავს ლელა გაფრინდაშვილი?

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელაც უცვლელად გთავაზობთ:

ვინც 29 აპრილის აქციაზე ჩამოსულ ან ჩამოყვანილ ხალხს დასცინით, თქვენთან ლაპარაკი არც ღირს.  თქვენი საბჭოთა პოზიცია ისევე ხლეჩს საზოგადოებას, როგორც ხელისუფლების პოლიტიკა.

ბიძინა ივანიშვილის სიტყვა კი დასტურია იმისა, რომ მას ქართველი ხალხი ერთგვაროვანი, გაუნათლებელი და გაყიდული მასა ჰგონია, რომელიც დაიჯერებს იმ ტყუილს, რომ საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ქვეყანას ღალატობენ და "უცხო ქვეყნების ინტერესებს" იცავენ საკუთარ სახელმწიფოს, სამშობლოს საზიანოდ!

დასავლეთის და სამოქალაქო სექტორის დემონიზაცია, საზოგადოების აგენტებად და პატრიოტებად დაყოფა, მტრისა და მოყვრის ერთ ქვაბში ჩაყრა და არც ერთი სიტყვა  სამართლიანობის აღდგენის 12 წლიან დაპირებაზე და რუსთის ვერაგულ პოლიტიკაზე, დეოკუპაციის რეალისტურ სტრატეგიაზე.

ივანიშვილის სიტყვა ისევე, როგორც მისი ხელქვეითების კანონი არის ანტიხალხური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული.

გადახედოს ივანიშვილმა მისი წინამორბედი ხელისუფლებების ბედს და იცოდეს, რომ ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება მონობას, ავტორიტარიზმს და ძალაუფლების უზურპაციას! 

დიდება თავისუფლებას! - წერს ლელა გაფრინდაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა