თეგებით ძიება

ივანიშვილს უნდა, რომ მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას - გიორგი მარგველაშვილი

ამ დღეების განმავლობაში ივანიშვილმა საქართველოს და ჩვენს იდენტობას დაპირისპირება გამოუცხადა, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც მოქალაქეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად იკრიბებიან.

მარგველაშვილის თქმით, გუშინდელი აქციის დარბევა იყო დაგეგმილი, რადგან ხელისუფლების მიზანია საზოგადოების გატეხა და დაღლა.

“ეს არის არა მარტო „აგენტების შესახებ“ კანონი, არის სხვა კანონებიც, ეს არის მთელი სულისკვეთება, რომელიც ანტურაჟად ქმნის იმის განცდას, რომ ჩვენ უკვე ვართ საბჭოთა საქართველო. გუშინ, რაც მოხდა, ეს იყო დაგეგმილი, რადგან როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მას უნდა, რომ გაგვტეხოს ამ 6 თვის განმავლობაში და ჩვენი მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას. ეს იყო ის, რასაც აკეთებდა და გააგრძელებს ამის გაკეთებას. ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლას”, - განაცხადა მარგველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა