თეგებით ძიება

"ადამიანი გაქრა, საჩხერედან ჩამოსულა გუშინ აქციაზე, ახლობლებმა კადრებში დაინახეს, როგორ უმოწყალოდ სცემს სპეცრაზმელების ხროვა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ხალხო,  ადამიანი გაქრა, საჩხერედან ჩამოსულა გუშინ აქციაზე თინუშას ძიძის ბიძაშვილი, გელა ნადირაძე, რომელიც ახლობლებმა ტვ კადრებში დაინახეს, როცა მას უმოწყალოდ სცემს სპეცრაზმელების ხროვა. ამ ბიჭის ძმა, რომელიც ახლა დაღუპულია, ომის ვეტერანი იყო. გელა ნადირაძე არ ჩანს არც დაკავებულთა შორის, არც საავადმყოფოები იძლევიან ინფორმაციას, არის თუ არა მათთან და ცოცხალია თუ მკვდარი. გთხოვთ, თუ ვინმემ რამე იცით, სასწრაფოდ გამოაქვეყნოთ. სხვა რა დავწერო და ეს რას ნიშნავს, სახელის დარქმევა არ მგონია გაგიჭირდეთ", - წერს ფსიქოლოგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა