თეგებით ძიება

რუსეთი არასოდეს გამოსწორდება და მუდამ მტრად მოგვევლინება - ზვიად ციკოლია

ის რომ, რუსეთი არასოდეს გამოსწორდება და მუდამ მტრად მოგვევლინება, არაფერია ახალი - ამის შესახებ დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ქვეყანა მართლა "მიჯაჭვული ამირანია". მუდამ გათავისუფლების მცდელობაში. მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუ რამდენჯერ შემეშალა ხელი პროფესიულ წინსვლაში ვიზასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო.

დღეს, როცა ახალმა თაობამ ეს შეზღუდვები არ იცის და გაცილებით თავისუფალია, ვიდრე ჩემი თაობა, შეუძლებელია 90-იანების "კორიშების" ეპოქაში მოუნდეს ყოფნა. ის რომ, რუსეთი არასოდეს გამოსწორდება და მუდამ მტრად მოგვევლინება, არაფერია ახალი, მაგრამ სწორედ ეს უნდა გახდეს ბიძგი ჩვენი ერთიანობის და გაძლიერების. ეს ის თაობა დგას ქუჩაში რომლითაც ერმა უნდა იამაყოს!“, - წერს ციკოლია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა