თეგებით ძიება

სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვის) დარღვევა დაადგინა ეფექტიანი გამოძიების ნაწილში.

26 განმცხადებლები სარჩელით ამტკიცებდა, რომ მათი დაზიანებები ძალის გადამეტებული გამოყენების შედეგი იყო და რომ გამოძიება ამ საკითხზე არ იყო ეფექტური.

გარდა ამისა, აპლიკანტები მიუითებდნენ მე-10 (გამოხატვის თავისუფლების), 11-ე (შეკრების თავისუფლების) და 13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევაზე.

თუმცა, ამ მუხლების დარღვევა მათ მიმართ სასამართლომ არ დაადგინა.

ზოგიერთი განმცხადებელი სარჩელში აცხადებდა, რომ 38-ე მუხლის ფარგლებში სახელმწიფომ მთავრობამ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, პროაქტიულად ეცნობებინა სასამართლოსთვის მათ საქმესთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, განსაკუთრებით ახალი კანონმდებლობის შესახებ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა