თეგებით ძიება

ამ ყველაფრის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მფარველებითა და ქვეყნის გარედან დამფინანსებლებით - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე სუსის განცხადებას ბრიფინგზე გამოეხმაურა, სადაც საუბარია გარკვეული ჯგუფების მცდელობაზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, განავითარონ ძალადობრივი სცენარები, რაც დემონსტრანტებს შორის მძიმედ დაშავებულებს და მსხვერპლს გამოიწვევს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ ყველაფრის უკან ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

„ისინი მიჰყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადია. ვხედავთ მათ მოწადინებას და ხანდახან წაცდენებს, როდესაც მსხვერპლზე საუბრობენ. სულ ახლახან ჭიაბერაშვილს ჰქონდა ასეთი წაცდენა, როდესაც მსხვერპლზე საუბრობდა. ფაქტია, მიდიან ყველანაირ დაძაბვაზე, შტურმსა და პოლიციის წინააღმდეგ ძალადობაზე, ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველა დაფიქრდეს, რომ ამ ყველაფრის უკან სინამდვილეში დგას „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მფარველებით და ქვეყნის გარედან დამფინანსებლებით. ის ორგანიზაცია, რომელსაც სურს ქვეყნის არევა და მისი მიზანია ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ხელში ჩაგდება და ამ ქვეყნის ომში გადაგდება. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც ამ ძალებს ამოძრავებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაშიც ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი და ამის მიზანია ძალადობრივი სცენარების განვითარება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა