თეგებით ძიება

"წინ ფინალია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სცენაზე საქართველოს კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოსვლა ნახოთ" - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში, საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ ცეცხლი დაანთო. შეასრულა საკონკურსო სიმღერა, „Firefighter“ - ნუცა ევროვიზიის ფინალშია!

"მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, განსაკუთრებით ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც ჩემი კარიერის განმავლობაში არცერთხელ არ მივუტოვებივარ და ასე მოხდა გუშინაც! მე თქვენ მაძლიერებთ.

თუ გუშინ ერთ ადამიანს მაინც მივანიჭე სიხარული ჩვენი წარმატებით, ეს უკვე ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. წინ ფინალია და მთელი ჩემი ენერგიით, მონდომებით და შემართებით ყველაფერს გავაკეთებ, რომ სცენაზე საქართველოს კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოსვლა ნახოთ", - წერს ნუცა ბუზალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა