თეგებით ძიება

"მსგავსი გამეტებით ადამიანების ცემა ე.წ. სისხლიანი 9 წლის დროსაც არ მახსოვს... ერთი საათი მხედველობა არ ჰქონდა" - რას ჰყვება ქაცარავას მეუღლე?

"ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, და­ვით ქა­ცა­რა­ვა და­კა­ვე­ბუ­ლი და ნა­ცე­მია. ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად ქა­ცა­რა­ვას მე­უღ­ლემ სო­ფიო ხა­ჭა­პუ­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა. ცოტა ხან­ში კი ფო­ტოც გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, რომ სა­ხე­ზე მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. ნა­ცე­მი და­ვით ქა­ცა­რა­ვას მე­უღ­ლე სოფო ხა­ჭა­პუ­რი­ძე "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ მსგავ­სი გა­მე­ტე­ბით ცემა, იმ ე.წ. სის­ხლი­ა­ნი 9 წლის დრო­საც კი არ ახ­სოვს.

„და­მი­რე­კა რა­ღაც ნომ­რი­დან და რომ ავი­ღე ხმა­ზეც კი ვერ ვი­ცა­ნი, რო­მე­ლი ბრძან­დე­ბით მეთ­ქი და დათო ვარ შენი მე­უღ­ლეო, ხმა­ზე ვერ ვი­ცა­ნი. გა­დავ­ყა­ვარ ინ­გო­როყ­ვა­შიო, სას­ტი­კად გა­მის­წორ­დნენ, და­ლე­წი­ლი ვარო, ასე მი­თხრა პირ­და­პირ.

სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს თა­ვის არე­ში არის გა­მე­ტე­ბით არის ნა­ცე­მი, ყბა-სა­ხის, ყვრი­მა­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს. "კა­ტეც" გა­და­უ­ღეს. გა­მე­ტე­ბით მირ­ტყამ­და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნიო. აქ­ცია არ ჩა­უდ­გია, სი­ცხი­ა­ნიც კი იდგა აქ­ცი­ა­ზე, რო­დე­საც სა­ხე­ში შე­ას­ხეს სპრეი და შემ­დეგ ახალ­გაზ­რდე­ბი და­ეხ­მარ­ნენ, გა­მო­იყ­ვა­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ერთი სა­ა­თი მხედ­ვე­ლო­ბა არ მქონ­დაო. ეს იყო 30 აპ­რილს დარ­ბე­ვის დროს.

ყო­ველ­დღე იქ იყო, ყვე­ლამ იცის, რომ აქ­ტი­ვის­ტია, გუ­შინ და დღეს არ გაგ­ვი­გია ეს ამ­ბა­ვი. დღეს რა­ტომ იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მიზ­ნე ჩემი მე­უღ­ლე ამას ვერ გე­ტყვით. უბ­რა­ლოდ ჩვენ ვხვდე­ბით, რომ ეს ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად აგ­რე­სი­უ­ლე­ბი. ჩვენ წლე­ბია ყვე­ლა­ნა­ი­რი ტი­პის აქ­ცი­ა­ზე გა­მოვ­სულ­ვართ, ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, მაგ­რამ მსგავ­სი გა­მე­ტე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის ცემა, ე.წ. სის­ხლი­ა­ნი ცხრა წლის დრო­საც არ მახ­სოვს.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს ხალ­ხი ასე­თი ძა­ლა­დო­ბით ამ ომს რომ წა­ა­გებს უნდა ხვდე­ბოდ­ნენ. ალ­ბათ ბოლო წუ­თებს ით­ვლი­ან თა­ვის ჩა­ბღა­უ­ჭე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, სკა­მებ­ზე თუ ქო­ნე­ბა­ზე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია რაც ამ­ჟა­მად ხდე­ბა. იმ ახალ­გაზ­რდე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბა, რომ­ლე­ბიც არი­ან ამ წუ­თას ქუ­ჩა­ში, გუ­ში­ნაც ვნა­ხეთ, იმის წი­ნათ, სუფ­თა ხე­ლე­ბი­თა და გო­ნე­ბით, გახ­სნი­ლი აზ­როვ­ნე­ბით, იმას რო­გორ ეხე­ბი­ან სა­ერ­თოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვერც შე­ე­ხე­ბი­ან ვე­რა­სო­დეს.“ - ამბობს ქაცარავას მეუღლე.

ცნო­ბის­თვის, დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად 13 პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ში­ნა­განს საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­მი­ნის­ტრო შე­ის­წავ­ლის აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას მომ­ხდარ ყვე­ლა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფაქტს და თი­თო­ე­ულ ქმე­დე­ბას მკაც­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა