თეგებით ძიება

ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - კახა კალაძე

ჩვენ არ ვართ კოლონია, ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-თან პარტნიორობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველომ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია, თუმცა ეს ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს.

„რა გვინდა ახლა, ვიღაცის თავდახრილი მონები ვიყოთ? არა, ღირსეული ხალხი ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. გვეამაყება, რომ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ. ევროპაში თავაწეული დავდივარ. რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ? ჩემს ქვეყანაში მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტი კანონს იღებს და გვეუბნებიან, ამას თუ მიიღებთ, სანქციებს დაგიწესებთო. რამეს არასწორად თუ ვაკეთებთ, უნდა გვითხრან არგუმენტი. საფრანგეთისთვის თუ მისაღებია, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება, იგივე გავაკეთოთ?“, – განაცხადა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა