"საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ" - რას წერს კლინიკიდან დავით ქაცარავა?
აქციაზე სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა კლინიკიდან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ჩემო მეგობრებო!
ვიცი, რომ უამრავი მესიჯია ჩემს ინბოქსში, სატელეფონო მესიჯებში, რომლებსაც ჩემს მოპარულ ტელეფონში პარალელურად კითხულობენ "შესაბამის სტრუქტურებში", სადაც თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა გამოხატული.
ბოდიშს გიხდით, რომ ვერ გპასუხობთ, მაგრამ როგორც კი გამოვჯანმრთელდები, ყველა მესიჯს სათითაოდ წავიკითხავ და ყველას უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ჩემი გამხნევებისთვის და მხარდაჭერისთვის!
დღეს თუ ჯანმრთელობით ცუდად ვარ, სამაგიეროდ, თქვენი მხარდაჭერით ვარ მხნედ და მტკიცედ!
ბრძოლა გრძელდება და ერთი სული მაქვს, კვლავ დავდგე თქვენს რიგებში, რათა ვიბრძოლო თქვენს მხარდამხარ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.ჩვენი ბრძოლა განწირულია გამარჯვებისთვის, ვინაიდან ჩვენ, ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად ვიბრძვით!
რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება! საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ძალა ერთობაშია! მე თქვენ მიყვარხართ!" - წერს ქაცარავა.
ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.