თეგებით ძიება

"ანტისამთავრობო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო" - პაპუაშვილი

ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში უცხო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ უბ­რა­ლოდ არა­მე­გობ­რუ­ლი ჟეს­ტი კი არა, იმის სიმპტო­მი­ცაა, რომ რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ თა­ვის ყვე­ლა­ზე მწვა­ვე ოპო­ნენ­ტებს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ნა­წი­ლი გა­დას­დო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე აღ­ნიშ­ნავს, ბალ­ტი­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მთავ­რო­ბებ­ში ზო­გი­ერ­თი მე­ტის­მე­ტად შორს გა­ი­ტა­ცა სა­კუ­თარ­მა რი­ტო­რი­კამ. მისი თქმით, "სამ­ყა­როს შავ-თეთ­რად წარ­მოდ­გე­ნამ ისი­ნი მი­იყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, რო­მელ­შიც ყვე­ლა, ვინც მათ რი­ტო­რი­კას არ ეთან­ხმე­ბა, ავ­ტო­მა­ტუ­რად მტრად იქ­ცე­ვა".

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, დიდი ხა­ნია, და­ამ­ტკი­ცა ერ­თგუ­ლე­ბა ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის მი­მართ.

"ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში უცხო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ უბ­რა­ლოდ არა­მე­გობ­რუ­ლი ჟეს­ტი კი არა, იმის სიმპტო­მი­ცაა, რომ რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ თა­ვის ყვე­ლა­ზე მწვა­ვე ოპო­ნენ­ტებს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ნა­წი­ლი გა­დას­დო, გან­სა­კუთ­რე­ბით ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­ში.

მი­მარ­თო აღელ­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფს, რომ­ლებ­საც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მარ­თა­ვენ და უწო­დო მათ „მთე­ლი ერი“ ისე­თი საქ­ცი­ე­ლია, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა ან რუსი პრო­პა­გან­დის­ტე­ბის­გან უფრო მო­ე­ლი, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­გან. თა­ნაც, ხელი შე­უ­წყო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბის მცდე­ლო­ბას იმის გამო, რომ მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ მოგ­წონს, საბ­ჭო­თა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­დან გად­მო­წე­რილს ჰგავს.

ჩვე­ნი ბალ­ტი­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მთავ­რო­ბებ­ში ზო­გი­ერ­თი მე­ტის­მე­ტად შორს გა­ი­ტა­ცა სა­კუ­თარ­მა რი­ტო­რი­კამ. სამ­ყა­როს შავ-თეთ­რად წარ­მოდ­გე­ნამ ისი­ნი მი­იყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, რო­მელ­შიც ყვე­ლა, ვინც მათ რი­ტო­რი­კას არ ეთან­ხმე­ბა, ავ­ტო­მა­ტუ­რად მტრად იქ­ცე­ვა; მტერს ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა გა­უს­წორ­დე; და, ამი­ტო­მაც, დიპ­ლო­მა­ტია პრო­პა­გან­დით უნდა ჩა­ა­ნაც­ვლო. ყვე­ლა, ვინც საბ­ჭო­თა და რუ­სე­თის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­შია გარ­კვე­უ­ლი, უცებ იც­ნობს ამ სტილს.

ეს ყო­ვე­ლი­ვე არას­წო­რია. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, დიდი ხა­ნია, და­ამ­ტკი­ცა ერ­თგუ­ლე­ბა ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის მი­მართ. თუმ­ცა, დღეს­დღე­ო­ბით, ნატო-ს წევ­რო­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის გამო, უცხო­ე­თი­დან მო­მა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გამ­კლა­ვე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს, მეტ­წი­ლად, მარ­ტოს უხ­დე­ბა. ერთ-ერთი ამ­გვა­რი გა­მოწ­ვე­ვა გა­უმჭვირ­ვა­ლე უცხო­უ­რი ფუ­ლია, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლად შე­მო­ე­დი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში, მათ შო­რის, რა­დი­კა­ლურ ჯგუ­ფებ­შიც.

უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ გა­მოწ­ვე­ვის სა­პა­სუ­ხო­დაა მი­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­საც აქვს პრე­ცე­დენ­ტი და­სავ­ლეთ­ში და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ფარ­გლებ­შიც ჯდე­ბა. ამ კა­ნო­ნის მო­ნათ­ვლა „რუ­სუ­ლად“ მას არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ აქ­ცევს. მე­ტიც, არ ამარ­თლებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ზე თავ­დას­ხმას.

ზოგი, ვი­საც კა­ნო­ნი შე­ე­ხე­ბა, მას აპ­რო­ტეს­ტებს. პრო­ტეს­ტი, ხში­რად, რა­დი­კა­ლუ­რი და ძა­ლა­დობ­რი­ვია. უცხო­ე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მიერ ამ პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრაქ­ტი­კის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით და „დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის“ სა­ხე­ლით, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, ფა­რი­სევ­ლო­ბაა, ხოლო უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში - ქვეყ­ნის აყი­რა­ვე­ბის მცდე­ლო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ესა­ჭი­რო­ე­ბა მე­გობ­რე­ბი და მხარ­და­ჭე­რა და არა ფა­რი­სევ­ლო­ბა და ძი­რის გა­მო­თხრა. ორი­ვე უკვე საკ­მა­რი­სად გა­მოვ­ცა­დეთ, ჩრდი­ლო­ე­თი­დან,” - წერს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე პლატ­ფორ­მა X-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა