თეგებით ძიება
20. 05. 2024 მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის უკანასკნელი ფრენა - ავიაკატასტროფის მიზეზი ცნობილია

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და შვე­ულმფრე­ნის ყვე­ლა მგზავ­რი ემსხვერ­პლა. რა­ი­სი 63 წლის იყო.

ვერ­ტმფრე­ნი, რო­მელ­შიც ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და კი­დევ 7 პირი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, 19 მა­ისს ჩა­მო­ვარ­და ირა­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში, მთი­ან რა­ი­ონ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­ზღვრის მახ­ლობ­ლად. დე­ლე­გა­ცია ბრუნ­დე­ბო­და აღ­მო­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­ვინ­ცი­ი­დან - ირა­ნის რე­გი­ო­ნი­დან, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯანს ესა­ზღვრე­ბა. ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი რა­ი­სი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ახა­ლი კაშხლის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ში.

11:03 / 20-05-2024

ირანის პრეზიდენტის უკანასკნელი ფრენა: ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკატასტროფა უამინდობის გამო მოხდა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ებ­რა­ჰიმ რა­ი­სი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და შვე­ულმფრე­ნის ყვე­ლა მგზავ­რი ემსხვერ­პლა. რა­ი­სი 63 წლის იყო.

ვერ­ტმფრე­ნი, რო­მელ­შიც ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და კი­დევ 7 პირი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, 19 მა­ისს ჩა­მო­ვარ­და ირა­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში, მთი­ან რა­ი­ონ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­ზღვრის მახ­ლობ­ლად. დე­ლე­გა­ცია ბრუნ­დე­ბო­და აღ­მო­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­ვინ­ცი­ი­დან - ირა­ნის რე­გი­ო­ნი­დან, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯანს ესა­ზღვრე­ბა. ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი რა­ი­სი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ახა­ლი კაშხლის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ში.

ვერ­ტმფრენ­ში მყო­ფი ყვე­ლა პირი და­ი­ღუ­პა. სა­ა­გენ­ტო Tasnim-ის ცნო­ბით, პრე­ზი­დენ­ტთან და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან ერ­თად იყ­ვნენ პრო­ვინ­ცია აღ­მო­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ქა­ლაქ თავ­რი­ზის იმა­მი, პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის უფ­რო­სი და დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი. ეკი­პა­ჟის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ორი პი­ლო­ტი და ტექ­ნი­კო­სი.

ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ­ტმფრე­ნის კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზად უა­მინ­დო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

ძლი­ე­რი ნის­ლის გამო გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­აც. მაშ­ვე­ლებ­მა ვერ­ტმფრე­ნის კა­ტას­ტრო­ფის რა­ი­ო­ნამ­დე დღეს, 20 მა­ისს მი­აღ­წი­ეს.

"ში­ი­ტი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის ოპო­ნენ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე სას­ტიკ დარ­ბე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, იყო ირა­ნის უმაღ­ლე­სი ლი­დე­რის, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის პრო­ტეჟე და ქვე­ყა­ნა­ში რე­ლი­გი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი", - წერს New York Times-ი.

Reuters-ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ თვითმფრი­ნა­ვი მთის მწვერ­ვალს შე­ე­ჯა­ხა, თუმ­ცა ავა­რი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ამას­თან, Reuters-ი იუ­წყე­ბა, რომ ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­ცხა­და, რომ ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნა­სა და პრე­ზი­დენ­ტის და­ღუპ­ვა­ში მათი ხელი არ ურე­ვია.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ქვეყ­ნის დრო­ე­ბი­თი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბას ირა­ნის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მო­ჰა­მედ მოხ­ბე­რი და­ი­კა­ვებს. ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 50 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჩა­ტარ­დეს.

წყარო: ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა