ჩვენზე მეტად ქართველი ხალხის ინტერესებს არავინ გაითვალისწინებს - შალვა პაპუაშვილი
მთავარია, რა არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესში. ჩვენ ევროპული ქვეყანა და ევროპელი ხალხი ვართ. ის, რაც არის ქართველი ხალხის ინტერესში, არის ჩვენი ევროპული მოვალის ინტერესშიც და არა ის, რაც ევროკავშირის რომელიღაც წევრი ქვეყნის რომელიღაც მინისტრის ინტერესშია. არანაირად არ გვაინტერესებს ვიღაც მინისტრის ინტერესი. მათი ინტერესი რაც არის მოვისმინეთ. მათი ინტერესია სააკაშვილის გათავისუფლება. ამ ინტერესებს ვერ ავყვებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება პერსპექტივებს, ზუსტად იგივე ხალხი გვეუბნებოდა: ან დაუწესებთ სანქციებს რუსეთს, ან დაივიწყეთ კანდიდატის სტატუსი. ხომ არ დავაწესეთ და ხომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?! იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში თვითონაც ზოგიერთნი მიხვდნენ, რომ ჩვენ თუ სანქციებს დავაწესებდით ეს ევროკავშირსაც დააზიანებდა. იგივე საკითხი იყო ხან მოხალისეების თვითმფრინავით გაშვება, ხან სააკაშვილის გამოშვება და ა.შ. ჩვენზე კარგად ჩვენს საქმეს არავინ მიხედავს. ჩვენზე მეტად ქართველი ხალხის ინტერესებს არავინ გაითვალისწინებს. უცხოელი წარმოადგენს თავისი ქვეყნის ინტერესს, უცხო ქვეყნის მინისტრები წარმოადგნენ თავისი ხალხის ინტერესს და არა საქართველოს ინტერესს. აქ მიტინგზე რომ დაგიდგებიან უცხოელი პოლიტიკოსები და სიყვარულს გეფიცებიან, ისინი უპირველეს ყოვლისა საკუთარი ქვეყნის ინტერესს წარმოადგენენ. ერთ წუთში გაგვწირავენ ადამიანები თუკი დასჭირდათ, როგორც გაგვწირეს მათ, ვინც გვეუბნებოდნენ, რომ ერთი-ორი თვითმფრინავით მაინც გაგვეშვა მოხალისეები. ასეთი ადამიანი ხომ ომისთვის სწირავდა ქართველ ხალხს?!“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.