თეგებით ძიება
20. 05. 2024 მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვის შემდეგ მის მოვალეობას ალი ბაგერი კანი შეასრულებს - BBC

ირანის მინისტრთა კაბინეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვის შემდეგ მისი მოვალეობის შემსრულებლად მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი დანიშნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გადაწყვეტილება ირანის ხელისუფლების სამი შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო) შეხვედრის შემდეგ მიიღეს. 

პრეზიდენტის მოვალეობას, სავარაუდოდ, პირველი ვიცეპრეზიდენტი მუჰამედ მოხბერი შეასრულებს. ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის სიკვდილის შემთხვევაში, მის თანამდებობას პირველი ვიცეპრეზიდენტი 50-დღიანი ვადით იკავებს. 

მოხბერმა სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ „დაკისრებული მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებაში“ ისინი პრეზიდენტ რაისის გზას გაჰყვებიან.

შეგახსენებთ, გუშინ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდნენ, რა დროსაც მათმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა