თოვლის გამო რიკოთის უღელტეხილზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან
ძლიერი ნალექის გამო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.
მოქალაქე იმედა ონიანი სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს და წერს, რომ თოვლის შედეგად ადგილზე სრული კოლაფსია.