იტალიის თავდაცვის მინისტრი ჰოსპიტალიზებულია
იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც ქვეყნის თავდაცვის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე შეუძლოდ გახდა.
მედიის ინფორმაციით, მინისტრი სან კარლო დი ნენსის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის თებერვალში, კარდიოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის თავდაცვის მინისტრს გამოკვლევისას პერიკარდიტის მსუბუქი ფორმა დაუდგინდა და გულის დაზიანება არ დადასტურებულა.