თეგებით ძიება

"საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ" - რას წერს The Financial Times-ი

ევ­რო­პუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ზე ზე­წო­ლის გან­სხვა­ვე­ბულ ზო­მებს“ გა­ნი­ხი­ლა­ვენ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას The Financial Times-ი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­ახ­ლო­ე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

FT-ის ცნო­ბით, მო­მა­ვალ კვი­რას გა­სა­მართ ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ზო­მე­ბის გან­ხილ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით ეს­ტო­ნე­თი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ჩე­ხე­თი და შვე­დე­თი გა­მო­დი­ან. ვა­რი­ან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბას, მი­ზან­მი­მარ­თულ სან­ქცი­ებ­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის გა­ყინ­ვას მო­ი­ცავს.

ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­მო­ცე­მას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ევ­რო­პუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ზე ზე­წო­ლის გან­სხვა­ვე­ბულ ზო­მებს“ გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"ფრთხი­ლად უნდა იყოთ, რომ მი­ზან­ში არას­წო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ამო­ი­ღოთ“, - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კავ­ში­რის ერთ-ერ­თმა დიპ­ლო­მატ­მა.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, ევ­რო­კავ­ში­რი ვა­შინგტონ­თან შე­და­რე­ბით უფრო ნელა იმოქ­მე­დებს, რად­გან ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა ში­შობს, რომ უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა უკუ­შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს, ვი­ნა­ი­დან ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბით კა­ნო­ნის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვი­და“, - წერს FT.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა