თეგებით ძიება

პაპუაშვილი კობახიძის განცხადებაზე: მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია

ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „ფეისბუკზე" გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ამ საუბრის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება გამაოგნებელია, რა თქმა უნდა. დამატებით კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა