თეგებით ძიება

სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზა, წყალდიდობის გამო, დაიკეტა

სომხეთის ჩრდილოეთში უხვის ნალექის გამო სოფლები და ქალაქები დაიტბორა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, გაანადგურა გზები და ხიდები, ხოლო რამდენიმე დასახლებული პუნქტთან კონტაქტი არ არის.

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ცნობით, უხვი ნალექის გამო, სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სახელმწიფოთაშორისი გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია.

ამასთანავე, სომხეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, რომ საქართველოს საზღვართან მისასვლელად ალტერნატიული გზები გამოიყენონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა