თეგებით ძიება

ქართველ იანუკოვიჩი ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი - შალვა პაპუაშვილი

ქართველ იანუკოვიჩს რაც შეეხება, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაცმოძრაობის"  დეპუტატის, დავით ხაჯიშვილის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა უმაღლესი ქართული ჯილდოთი იანუკოვიჩი, როდესაც პრეზიდენტი იყო.

„საინტერესოდ ახსენეთ იანუკოვოჩი. თქვენმა პარტიამ და თქვენმა ლიდერმა უმაღლესი ქართული ჯილდოთი დააჯილდოვა იანუკოვიჩი, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა