„მხოლოდ სახის გამომეტყველებაც ეყოფა რომ მიხვდე ვინ არიან და რისი ჩამდენებიც არიან!“ - სტეფანე მღებრიშვილი
მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი ე.წ გამჭვირვალობის კანონისა და მასზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის ირგვლივ შემქნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„სახეზე ეტყობათ რისი მიხედვით ჰყავთ არჩეული თანამდებობებზე. იქამდე რომელს ვიცნობდით, ხალხი ამ ქალაქში თითქმის დავბერდით და ორი , სამის გარდა აზრზე არ ვართ ვინ არიან. მხოლოდ სახის გამომეტყველებაც ეყოფა რომ მიხვდე ვინ არიან და რისი ჩამდენებიც არიან!“ – წერს სტეფანე.