თეგებით ძიება

მივმართავ მოსახლეობას, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი, ერთიანი ძალისხმევით, უნდა შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება და ღირსეულად შევიდეთ ევროკავშირში - კახა კალაძე

მივმართავ ქვეყნის მოსახლეობას - ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. პირიქით ერთიანი ძალისხმევით, შემართებით უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და ღირსეულად შევიდეთ ევროკავშირში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა .

როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე არ მოგვანიჭეს, უამრავი სპელკულაცია მოვისმინეთ, რომ თითქოს, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი იყო. ვრცელდებოდა მიზანმიმართული მესიჯები, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაზრდილიყო. არადა ყველა პარამეტრებით, გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებზე, ვისაც მაშინ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს და საქართველო დაჩაგრეს. მაშინ ქვეყნის შიგნით გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს სტატუსის არმიღებით დავკარგეთ მილიარდობით გრანტი. საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტი? არ ჩანს. ამიტომ ამგვარი სპეკულაციები და ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ყოველთვის სიმართლე უნდა ვუთხრათ, ვისაუბროთ გამოწვევებზე, პრობლემებზე, მიღწევებზე, წარმატებებზე. მე მჯერა, რომ ბევრი მათგანი, ვინც ამ დღეების განმავლობაში აპროტესტებდა გამჭვირვალობის კანონს, დაფიქრდება და თავის თავს მარტივ შეკითხვას დაუსვამს - როგორ შეიძლება გამჭვირვალობა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროპულ მომავალთან და ღირებულებებთან? იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც უცხოეთიდან 20%-ზე მეტით ფინანსდება, წლის განმავლობაში ერთხელ უნდა წარმოადგინონ ფინანსური დეკლარაცია და საზოგადოებას უთხრან, ვისგან მიიღეს თანხები და რა პროექტში რამდენი დაიხარჯა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გააკეთებს სწორ ანალიზს, რეალურად რა ხდება.

მჯერა, რომ ამ პროცესების შემდეგ, ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერდება. რა თქმა უნდა, ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ეკონომიკით, უფრო მალე და ღირსეულად გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა თბილისის მერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა