თეგებით ძიება

კიევს "ომის პარტია" მართავს - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, სანამ კიევს "ომის პარტია" მართავს, ამ პირობებში მშვიდობის საკითხზე დიალოგი ძნელი წარმოსადგენია.

როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია Ria Novosty იუწყება, მინისტრმა დაამატა, რომ რუსეთი მზადაა კიევთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა აღნიშნავს, რომ სამშვიდობო პროცესი არ უნდა გადაიზარდოს შესვენებაში, რომელსაც უკრაინა ჯარებიც გადაჯგუფებისთვის გამოიყენებს.

"კიევს "ომის პარტია" მართავს, ის ცდილობს, როგორც მინიმუმ, სიტყვით დაამარცხოს რუსეთი "ბრძოლის ველზე". ასეთ პირობებში მშვიდობის საკითხზე დიალოგი ძნელი წარმოსადგენია", - თქვა სერგეი ლავროვმა.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა