თეგებით ძიება

„დილიდან მაქვს 10 ზარი მიღებული… ანუ ავიღო ავსტრალიიდან ზარი, ვუპასუხო და მივიღო გინება და შეურაცხყოფა?“ – ნინო წილოსანი ჟურნალისტებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მას უცხო ნომრებიდან ურეკავენ, თუმცა ზარებს არ პასუხობს.

წილოსანის თქმით, ზუსტად იცის, ვინ ავრცელებს მათ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ამ ზარების მიზანი პანიკის დათესვაა:

„ტელეფონი სპეციალურად ამოვიღე, შემდეგ შემიძლია გაჩვენოთ, შეგიძლიათ მოიკვლიოთ. დილიდან მაქვს 10 ზარი მიღებული. მათ შორის ირეკება ვაიბერზე, ჩვეულებრივ ნომერზე –  შემიძლია გაჩვენოთ. ზარები ირეკება თითოეულ ჩვენგანთან.  ეს არის პანიკის დათესვის  და ამ სიუჟეტის მომზადების საფუძველი. ჩემს შემთხვევაში ზუსტად ვიცით თუ ვინ ავრცელებს და ვინ ასაჯაროებს ჩვენს ტელეფონის ნომრებს, მისამართებს. ზუსტად ვიცით ვინ გვიყვირის ინტერვიუს მიცემის დროს“ – განაცხადა წილოსანმა. 

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, „რას გეუბნებიან როცა გირეკავენ წილოსანმა უპასუხა“:

„ანუ ავიღო ავსტრალიიდან ზარი, ვუპასუხო და მივიღო გინება და შეურაცხყოფა?“ – ამბობს ნინო წილოსანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა