ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს. ფიზიკური დაპირისპირება "გირჩის" წევრს - ვიტალი გეგუჩია, მის მეუღლესა და ჟურნალისტებს შორის მოხდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში, ზუგდიდის ოფისში "პოსტ ტივის" თანამშრომლები გამოკითხვაზე იმყოფებიან.