ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს განათავსებს, უკრაინას უფლება აქვს დაარტყას მათ
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს განათავსებს, უკრაინას უფლება აქვს დაარტყას მათ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ უკრაინას „საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს“.
„თუ რუსეთს, იმის შიშით, რომ შესაძლოა მათ სამიზნეებს რუსეთში დაარტყან, შეუძლია გადაიტანოს ისინი სხვაგან, მაშინ მე მივიჩნევ, რომ სამიზნეების შერჩევის გადატანა უნდა მოხდეს“, - დასძინა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.