სამხრეთ აფრიკის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა
სამხრეთ აფრიკის საპარლამენტო არჩევნებში 30-წლიანი მმართველობის შემდეგ "აფრიკის ეროვნული კონგრესის" პარტიამ უმრავლესობა დაკარგა. პარტია ქვეყანაში დომინანტური პოლიტიკური ძალა 1994 წლიდან იყო, როდესაც სამხრეთ აფრიკაში აპართეიდი დასრულდა.
ხმების 99%-ის დათვლის შედეგად, მმართველ პარტიას მხარდამჭერთა რაოდენობა დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. ოფიციალური საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა "აფრიკის ეროვნული კონგრესი" ხმათა 50%-ზე მეტის აღებას ვეღარ შეძლებს.
არჩევნების შედეგების მიუხედავად, "აფრიკის ეროვნული კონგრესი" მაინც ყველაზე დიდ პარტიად რჩება, შესაბამისად ამჯერად მათ კოალიციური პარტნიორის პოვნა დასჭირდებათ, რათა მთავრობის დაკომპლექტება შეძლონ.
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის, ჯონ სტინჰეიზენის პარტიამ "დემოკრატიული ალიანსი" ხმათა 21%-ის მოპოვება შეძლო, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის ჟეიკობ ზუმას პარტიამ არჩევნებში 14% აიღო. მეოთხე ადგილზე კომუნისტური და ნაციონალისტური პარტია "ეკონომიკური თავისუფლების მებრძოლები" გავიდა, ხმათა 9%-ით