კასპაროვს აგენტების კანონის დარღვევისთვის სისხლის სამართლის საქმე ემუქრება – რუსული მედია
რუსეთში ცნობილი მოჭადრაკის, მსოფლიო ჩემპიონისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გარი კასპაროვის წინააღმდეგ შეძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან, რადგან ის ე.წ. უცხოელი აგენტის ვალდებულებებს არ ასრულებს.
ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემას, ТАСС-ს სამართალდამცავმა ორგანოებმა მიაწოდეს ინფორმაცია.
"კასპაროვს სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1-ე მუხლით ემუქრება (უცხოეთის აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებებისთვის თავის არიდება). ამჟამად ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს". - უთხრა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა გამოცემას.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში, კასპაროვს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება.
ტაბულა