თეგებით ძიება

არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე, რომელიც ცდილობს, რომ გააბევროს აქციის მონაწილეები და გაბევრებული წარმოაჩინოს - შალვა პაპუაშვილი

მოკლედ, არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე (სახელი დამავიწყდა), რომელიც შემდეგ ცდილობს, რომ რაღაცნაირად გააბევროს აქციის მონაწილეები და გაბევრებული წარმოაჩინოს. ამის იმედზე არის დღეს რადიკალური ოპოზიცია, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა პარლამენტთან ჩატარებული საქველმოქმედო აქცია-კონცერტი.

რაც შეეხება მუხტს, პაპუაშვილის აზრით, სინამდვილეში არანაირი მუხტი არც არსებობდა.

„ისტერიაში არიან, ამიტომ არიან გადასული მუქარაზე, ტერორზე. ევროპის სახელით საქართველოში 21-ე საუკუნეში ტერორით არის დაკავებული ის ხალხი, რომელიც თავის თავს ასოცირებს ევროპასთან, რომელიც მათ შორის ფინანსდება ევროპული და ამერიკული ფონდებიდან და ამ ხალხისგან დღეს, ჩვენ ვხედავთ ტერორს. სინამდვილეში არანაირი მუხტი, ამ მხრივ, არც არსებობდა. არსებობდა დეზინფორმაციის ნიაღვარი, რომელიც ძირითადად განპირობებული იყო გარედან წამოსული დეზინფორმაციული კამპანიისა ქართული კანონის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამან გარკვეული ემოციური განწყობები შექმნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან საჯარო დისკუსიის შესაძლებლობა მიეცა ყველას: უცხოელს, დიპლომატს, უცხოელ პოლიტიკოსებს, შიგნით ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს, მოქალაქეებს, თუმცა „ქართული ოცნება“ ყველა ჯერზე უარს იღებდა.

„ყოველ ჯერზე ვიღებდით უარს და ცალმხრივ პროპაგანდისტულ სლოგანებს და იარლიყების მიწებებას ამ კანონთან დაკავშირებით. ამიტომ, თვითონ დრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომელიც საქართველოში ყოველთვის მოქმედებს, თუკი ხარ სიმართლის მხარეს, ამას შეიძლება დასჭირდეს გარკვეული დრო იმისათვის, რომ სიმართლემ თავი გაიტანოს, მაგრამ ის აუცილებლად თავს გაიტანს. ამას შეიძლება დასჭირდეს დღეები, თვეები, მაგრამ სიმართლეს თავისი თავი ყოველთვის გააქვს. ეს, ასე მოხდა სანქციების დაწესება-არადაწესების კამპანიაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა. ასე მოხდა მიხეილ სააკაშვილის წამება-არწამების ყალბ კამპანიაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა და ასე მოხდა ახლაც. სამივე კამპანიაში ჩართული იყვნენ უცხოელი და ადგილობრივი აქტორები, იყო აბსოლუტურად სინქრონული მოქმედება. სამივე ჯერზე სიმართლემ თავისი თავი გაიტანა ადამ ქვეყნის არევის შესაძლებლობა არავის მიეცა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა