თეგებით ძიება

უცხო ქვეყნის მოქალაქეები 46 683,7 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ - შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში - "სარფი," მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 389.5 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

"არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 46 683,7 ლარი შეადგინა. ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა," - წერია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა