თეგებით ძიება
04. 06. 2024 მსოფლიო

იტალია არავის წინააღმდეგ არ ომობს, თუ მაკრონს ომი უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს და იტალიელების შეწუხების გარეშე წავიდეს - მატეო სალვინი

იტალია არავის წინააღმდეგ არ ომობს, თუ მაკრონს ომი უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს და იტალიელების შეწუხების გარეშე წავიდეს, – ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„მომავალ კვირას „ლიგის“ არჩევანი მშვიდობის არჩევანია. მე არ მინდა, იტალიელები გაგზავნონ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად, არ მინდა, იტალიურმა იარაღმა რუსეთი დაბომბოს. იტალია არავის წინააღმდეგ არ ომობს, თუ მაკრონს ომი უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს და იტალიელების შეწუხების გარეშე წავიდეს” – განაცხადა მატეო სალვინიმ.

მისივე თქმით, არც ერთი იტალიური ტყვია, ან ბომბი არ წავა რუსეთის მიმართულებით იმიტომ, რომ იტალიას საკუთარ კართან მესამე მსოფლიო ომი არ სურს.

„არანაირი დაპირისპირება. მე ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს ვიცავ, მაგრამ არ ვყიდი იტალიის სხვა ნაწილებს. ომის მაგალითს მოვიყვან: სამხედრო სფეროში სუვერენიტეტს თუ ევროკავშირს დავუთმობთ და ერთიანი ევროპული თავდაცვა გვექნება, ხვალ მაკრონი და მისნაირი შეშლილები ჩვენს შვილებს სასაკლაოში გაგზავნიან. რესპუბლიკის პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი, რომელიც ჩვენგან ომზე უარის თქმას ითხოვს. ჩვენ გვძულს ომი“, - განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა