ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო - პირველი ქვეყანა, სადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება აქვთ, ესტონეთია
ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. პირველი ქვეყანა, სადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება აქვთ, ესტონეთია. ესტონეთს 720-ადგილიან ევროპარლამენტში შვიდი დეპუტატი ეყოლება.
თითო ქვეყანას ევროპარლამენტში წევრთა რაოდენობა, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ენიჭება. ყველაზე მეტი - 96 ხმა გერმანიას აქვს, ყველაზე ნაკლები - 6 ხმა კი კვიპროსს, მალტასა და ლუქსემბურგს.
ევროპარლამენტის არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება.