თეგებით ძიება
04. 06. 2024 მსოფლიო

ტაივანში ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში ჯო ბაიდენი ამერიკელი სამხედროების ჩარევას არ გამორიცხავს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში ამერიკელი სამხედროების ჩარევას არ გამორიცხავს.

როგორც პრეზიდენტმა „თაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, „ეს გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. მკაფიოდ გავაგებინე სი ძინპინს, რომ ჩვენ ვეთანხმებით წინა პრეზიდენტებთან ხელმოწერილ პოლიტიკას, რომ არ მივისწრაფვით ტაივანის დამოუკიდებლობისკენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ დავიცავთ ტაივანს თუ ჩინეთი ცალმხრივად სტატუს კვოს შეცვლას შეეცდება. ამიტომ განვაგრძობთ შესაძლებლობების მიწოდებას. რეგიონში ჩვენს მოკავშირეებთან კონსულტაციები გავიარეთ“.

კითხვაზე, ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში, გამოირიცხება თუ არა აშშ-ს ჯარების განთავსების შესაძლებლობა, ბაიდენი ამბობს, რომ „არ გამოვრიცხავ, შეერთებული შტატების სამხედრო ძალის გამოყენებას. არსებობს განსხვავება ადგილზე ძალების განთავსებას, საჰაერო ძალებს და საზღვაო ძალებს შორის და სხვა“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს დარტყმების განხორციელებას ფილიპინებზე ან იაპონიაში მდებარე ბაზებიდან, ბაიდენმა თქვა, რომ დეტალებში არ შევა, „რადგან შემდეგ თქვენ გამაკრიტიკებთ”.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა