თეგებით ძიება
08. 06. 2024 მსოფლიო

ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოთხი პირი გაათავისუფლა

ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი გაათავისუფლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გათავისუფლებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გათავისუფლებული მძევლები არიან 25 წლის ნოა არგამანი, 21 წლის ალმონგ მეირ იანი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი და 40 წლის შლომი ზივი.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და შემდგომი სამედიცინო გამოკვლევებისთვის გადაყვანილნი არიან თელ-ჰაშომერის სამედიცინო ცენტრში“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰამასმა“ 250 პირი მძევლად აიყვანა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქაალქეებიც იყვნენ.  მათი ნაწილი ეტაპობრივად გაათავისუფლეს, ნაწილი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება, მათ შორის არიან დაღუპულებიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა