თეგებით ძიება
08. 06. 2024 მსოფლიო

FT: ბრიუსელი აცხადებს, რომ უკრაინა და მოლდოვა მზად არიან EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად

Financial Times-ის ცნობით, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს.

კიევმა ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გააკეთა და რამდენმე თვის შემდეგ კანდიდატის სტატუსიც მიენიჭა.

გამოცემის თანახმად, ევროკომისია ასევე ითხოვს ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას მოლდოვასთან.

გაფართოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერის, ანა პისონეროს თანახმად, ევროკომისიამ დღეს, 7 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინამ დააკმაყოფილა მისთვის იქამდე დაწესებული კრიტერიუმები, მათ შორის, ანტიკორუფციული და პოლიტიკური ლობირების ზომების, საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესების და ეროვნული უმცირესობების მიერ გამოყენებული ენების დაცვის კუთხით.

FT წერს, საქართველოს, რომელმაც „უცხო ქვეყნის აგენტების” კანონი დაამტკიცა, მიუხედავად ბრიუსელის გაფრთხილებისა, მოლაპარაკებებზე მწვანე შუქი არ აუნთეს.

Financial Times-ის ცნობით, ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. მოსალოდნელია, რომ უნგრეთი ზოგიერთ საკითხს გააპროტესტებს.

დებატები, სადაც იმსჯელებენ, უნდა დაიწყოს თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრების მოლაპარაკებები, მომდევნო კვირას გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა