თეგებით ძიება
08. 06. 2024 მსოფლიო

აშშ-ის მაღალჩინოსანი ო'ბრაიენი ერევანს ეწვევა აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგის განსახილველად

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი იუწყება, რომ 12-14 ივნისს ერევანს ეწვევა.

ამერიკელი მაღალჩინოსანი პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) წერს, რომ სომხეთში ჩადის, რათა გაუძღვეს აშშ-სომხეთის სტრატეგიულ დიალოგს.

ჯიმ ო'ბრაიენი იუწყება, რომ შეხვდება სომხეთის მაღალი თანამდებობის პირებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განიხილოს „მნიშვნელოვანი პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში და აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთისადმი“.

ო'ბრაიენი სამხრეთ კავკასიის რეგიონში წინა თვეში, მაისში იმყოფებოდა - იგი თბილისს ეწვია და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა, - მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

ო’ბრაიენის ვიზიტის პარალელურად, თეთრმა სახლმაც განაცხადა: „კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა