თეგებით ძიება

„ქართულ ოცნებას“ 44 პერსონალური მანქანა ემსახურება - პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს - რომან გოცირიძე

„ქართულ ოცნებას“ 44 პერსონალური მანქანა ემსახურება - პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტი განსაზღვრეს.

გარდა ამისა, როგორც გოცირიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტის მიხედვით, პარლამენტში მომუშავეთა რიცხოვნობა 708 თანამშრომლით არის განსაზღვრული, რაც ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არარეალური ციფრია, რადგან 708 თანამშრომელში პარლამენტის “შტატგარეშე თანამშრომლები“ არ შედიან.

გოცირიძის მონაცემებით, პარლამენტის აპარატში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში უამრავი შტატგარეშე თანამშრომელია გაფორმებული. მისი თქმით, მათი ზუსტი რიცხოვნობა ბიუჯეტიდან არ ჩანს, რადგან “შტატგარეშეებში ძირითადად გადამალულია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური აქტივი“.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, პარლამენტის დაფინანსება "საკანონმდებლო საქმიანობის" ნაწილში 71.801.8 ლარით არის განსაზღვრული, 2025 წლიდან 87.262.00 ლარი იქნება - შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება.

პარლამენტის ასიგნებების ზრდა დიდწილად დეპუტატთა ხელფასების ზრდამ განაპირობა, რის თაობაზეც მიღებული გადაწყვეტილება სწორედ 2025 წლიდან შედის ძალაში.

საბიუჯეტო ასიგნებების ზრდასა და პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და მას მხარი დაუჭირეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა