კრემლი უკრაინაში საომრად აფრიკელ სტუდენტებს იძულებით აგზავნის - Bloomberg
კრემლი ათასობით მიგრანტს და აფრიკელს სტუდენტს უკრაინაში ფრონტზე საომრად იძულებით აგზავნის - ინფორმაციას Bloomberg ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, აფრიკელი ახალგაზრდების ცოცხალ ძალად გამოყენება თავდაპირველად “ვაგნერმა“ დაიწყო.
ამასთან, Bloomberg წერს, რომ რუსეთის ოფიციალური უწყებები სტუდენტებს სასწავლო ვიზის და სამუშაო უფლების შეჩერებით ემუქრებიან, თუ ფრონტზე წასვლაზე უარს იტყვიან.