თეგებით ძიება

საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერები და მათი მოადგილეები ფლორიდაში ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებიან

საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერები და მერის მოადგილეები აშშ-ის შტატ ფლორიდაში, ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებიან

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ კოორდინაციითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ივნისს, ხუთი დღით, საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერი და მერების მოადგილეები აშშ-ში, ფლორიდის შტატში ეკონომისტთა და ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გაემგზავრნენ.

კონფერენციაზე განსახილველი თემებია: საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროგრამული ბიუჯეტირება, ბიუჯეტირების ეფექტიანობის შესახებ სიახლეებისა და მიგნებების განხილვა.

კონფერენციაში მონაწილეობენ ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, გარდაბნის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მერები.

ვიზიტი დაფინანსდა „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის“ მიერ. ასევე, ნაწილობრივი ხარჯი გაიღეს შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა