„მარტო ტყვიის სროლა და დაზიანება კი არა, წაყვანაც უნდოდათ“ - აქციის მონაწილე
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის დროს დაშავებული იურისტი, საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს:
ჩიტაძეზე გადამიღო რამდენიმე პოლიციელმა ფოტო/ვიდეო, ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა, მოვშორდით აქაურობას, ჭიჭინაძე/ინგოროყვაზე ავედით და იქ ჩვეულებრივად დგომის დროს, სპეცრაზმიდან მიმიმუმ 100 მეტრის დაშორებით, დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს. მადლობა რეფლექსებს, რომ თვალზე ყველაფერი წესრიგშია, წარბს და ლოყას რა უშავს. მადლობა მოკითხვისთვის ყველას. ავალ ახლა უკან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რო შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თქვენი ძაღლების არავის ეშინია, არავის.
ერთი დეტალიც, რაც ახლა მითხრეს: როცა მესროლეს და მე თვალები დამეხუჭა და ჩავიკეცე, ამ დროს გდდ-ს სპეცრაზმიდან გამოვარდნილა ერთი რობოკოპი ჩემს გასათრევად. ანუ მარტო ტყვიის სროლა და დაზიანება კი არა, წაყვანაც უნდოდათ. ჩემს გვერდით ერთი ადამიანის გარდა არავის ვიცნობდი, მაგრამ ამ უცნობ ხალხს დავუცვივარ რობოკოპისგან, როგორც მანამდე, ჩიტაძეზე ვიცავდით სხვებს.
ჰოდა ეს სოლიდარობა და ერთმანეთის გატანა მოგვაგებინებს. ვინ გვიგდია შავფორმიანი კაცუნები ხალხო - წერს საბა ბრაჭველი.