თეგებით ძიება

პროცესი, რომელიც ახლა მთავარ გამზირზე მიმდინარეობს, პარლამენტის შტურმით აღების მცდელობაა - ეკა სეფაშვილი

პროცესი, რომელიც ახლა მთავარ გამზირზე მიმდინარეობს, პარლამენტის შტურმით აღების მცდელობაა და ეპიცენტრშია პარლამენტი - ეს ევროინტეგრაციის ხელშემწყობი პროცესი არ არის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული არის განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობა და რადიკალური მეთოდებით ჩახშობის მცდელობა.

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ეს დამტკიცებულია არაერთი საერთაშორისო რეიტინგით, რომელსაც ადგენენ წამყვანი, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები, მაღალკვალიფიციური ობიექტური ექსპერტების დახმარებით. სწორედ ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. ამ ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში პროტესტის გამოთქმა ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმით კანონით უზრუნველყოფილია და გარანტირებულია.

ვეკითხები მომიტინგეებს, რომლებიც დღეს დგანან ქუჩაში, რას ითხოვენ? რა უნდათ? ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება უნდათ? ეს პროცესი გაგრძელებულია და ერთი დღით არ შენელებულა, არ შეწყვეტილა, პირიქით. 2012 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და ხელშესახები შედეგები მივიღეთ - ეს არის ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი. ახლა ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მივიწევთ გაწევრიანებისკენ და 2028 წლისთვის ჩვენ გვექნება ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების 80-90% შესრულებული“, - განაცხადა სეფაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა