სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩიდან აქციის მონაწილეები გაიყვანეს
სპეცრაზმმა ჭიჭინაძის ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. მანამდე კი არაერთხელ გაისმა მოქალაქეების მისამართით გამაფრთხილებელი ხმა, რომ დაეცვათ წესრიგი.
საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის იყენებენ. მომიტინგეები პარლამენტის ეზოს მიმართულებით ისროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, ასევე, ცდილობდნენ პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრის მონგრევას.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.