ხანძრის გამო, ვერსალის სასახლიდან ვიზიტორების ევაკუაცია განხორციელდა
ვერსალის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამო ვიზიტორების ევაკუაცია გახდა საჭირო. საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილას ცეცხლი მალევე ჩააქრეს.
„მეხანძრეები მოვიდნენ. კვამლი და ცეცხლი აღარ არის და კოლექცია არ დაზიანებულა“, – განაცხადა ვერსალის სასახლის პრესსპიკერმა.
მისი ცნობით, ცეცხლი სახურავში გაჩნდა, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
ვერსალის სასახლე მე-17 საუკუნეში მეფე ლუი მე-14-სთვის ააგეს. ის საფრანგეთის რევოლუციამდე მთავარი სამეფო რეზიდენცია იყო.
ვერსალის სასახლეს ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.