მე და ჯილი მუდამ ვიქნებით ჰანტერის ვერდით - ჯო ბაიდენი შვილის გამამტყუნებელ განაჩენზე
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმეზე ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილების შემდეგ განცხადებას ავრცელებს. როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, გააგრძელებს სასამართლო პროცესის პატივისცემას.
„როგორც გასულ კვირას ვთქვი, პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ასევე მამა ვარ. მე და ჯილს გვიყვარს ჩვენი შვილი და ჩვენ ვამაყობთ იმ ადამიანით, რომელიც ის დღეს არის. ბევრ ოჯახს, რომელთა საყვარელი ადამიანები ებრძოდნენ დამოკიდებულებას, ესმით სიამაყის გრძნობა, როდესაც ხედავთ, რომ საყვარელი ადამიანი გამოდის ამ სიტუაციიდან. როგორც გასულ კვირას ვთქვი, მე მივიღებ ამ საქმის შედეგს და გავაგრძელებ სასამართლო პროცესის პატივისცემას მაშინ, როდესაც ჰანტერი განიხილავს საჩივარს. მე და ჯილი მუდამ ვიქნებით ჰანტერისა და ჩვენი ოჯახის დანარჩენი წევრების გვერდით ჩვენი სიყვარულითა და მხარდაჭერით. ამას არასოდეს არაფერი შეცვლის“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი ნაფიც მსაჯულებმა სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს „კოლტის“ ტიპის რევოლვერის ყიდვისას, ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას აღარ მოიხმარდა. კიდევ ერთი ბრალდება უკავშირდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.