თეგებით ძიება

ყველაფერს ვიზამ, რათა ამოვარჩიო და ხმა მივცე სწორად, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს - ქეთი მელუა

ყველაფერს ვიზამ, რომ ამოვარჩიო და ხმა მივცე ყველაზე სწორად, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს , - ამის შესახებ მომღერალმა ქეთი მელუამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ახალგაზრდებს შორის შეხვედრაზე ონლაინ მიმართვის დროს განაცხადა.

მელუას თქმით, ადრე მისთვის პოლიტიკა ინტერესის სფეროს არ წარმოდგენდა, თუმცა დღეს, როგორც დიასპორის ერთ-ერთ წარმომადგენელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

„პოლიტიკა ჩემთვის ინტერესის სფეროში არ იყო ადრე, მაგრამ ახლა, როგორც დიასპორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ვიცი, რომ მაქვს დიდი პასუხისმგებლობა, რომ შემიძლია, ხმა მივცე პარტიას, რომელიც საქართველოს კარგ მიმართულებაზე წაიყვანს. ვხვდები ეს რამხელა შესაძლებლობაა, პატარა არ არის, რადგან ჩვენი ქვეყნთვის ძალიან მნიშნველოვანია. თქვენ იცით, რომ საქართველო უზომოდ მიყვარს. ასე რომ, პირველად ცხოვრებაში ძალიან ფრთხილად შევხედავ ამ პროცესს. ყველაფერს ვიზამ, რომ ვისწავლო და ამოვარჩიო და ხმა მივცე ყველაზე სწორად, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს. მე როგორც მუსიკოსმა, რომელმაც ტურები გააკეთა ევროპაში და ბევრი ქვეყანა ვნახე, მჯერა ევროპის იდეის, მჯერა ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის - ეს მართლა ძვირფასი რაღაც არის და ასეთივე მინდა საქართველოსთვის“, - აღნიშნა მელუამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა