"სიტყვები არ მყოფნის, პროსტა ისე მიყვარხართ" - ლაზარე გრიგორიადისი პრეზიდენტს
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გასამართლებულმა და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ლაზარე გრიგორიადისმა სალომე ზურაბიშვილს ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს მიმართა და მადლობა გადაუხადა.
"სიტყვები არ მყოფნის, [პროსტა] ისე მიყვარხართ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენ ჩვენი პრეზიდენტი ხართ, მადლობა დიდი", - თქვა ლაზარე გრიგორიადისმა.
გრიგორიადისს ზურაბიშვილმაც უპასუხა და აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, რაზეც მადლობა საჭირო არ არის.