თეგებით ძიება

Tia.ge-ს კვლევა: კონსპირაციებისა და მასონების შესახებ შეთქმულების თეორიის გამოკითხულთა 12%-ს სჯერა, 16%-ს ნაწილობრივ

საინფორმაციო სააგენტომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა თბილისში და გამოკითხულებს სთხოვა პოზიციის დაფისირება კონსპირაციების შესახებ. მოქალაქეებს პასუხი უნდა გაეცათ შეკითხვაზე: "გჯერათ თუ არა კონსპირაციების, მაგალითად მასონების შეთქმულების თეორიის, გლობალური ფარული მთავრობის, "დაჩიპვების" და მისთანების?"

შედეგები ასეთია:

  • დიახ, მჯერა - 12%
  • ნაწილობრივ მჯერა - 16%
  • არა, მეტწილად არ მჯერა - 21%
  • აბსოლუტურად არ მჯერა - 51%

შეთქმულების თეორიების უარყოფა განსაკუთრებით მაღალი იყო ახალგაზრდებში, ხოლო პირიქით ასაკიან რესპოდენტებში.

ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა კონსპირაციების შესახებ საკითხი. სხვადასხვა კონსპირციებს არაერთი მიმდევარი ჰყავთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა